რუსთავის საფეხბურთო კლუბი დაშლის საფრთხის წინაშეა - 23 ივლისი 2014

KKPRESS.GE

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის მეტალურგს" პრობლემები აქვს. აღნიშნული კლუბის ფანკლუბის წევრებმა დღეს დახმარებისთვის რუსთავის მერს მიმართეს. 
კლუბის ლიდერის ლევან ლოლუას განცხადებით „რუსთავის მეტალურგი" საწარმომ მათთვის გაურკვეველი პირობებით გაყიდა და ახლა კლუბი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.

„ ჩვენ არ ვიცით, რომელი კომპანია არის კლუბის მფლობელი. ვიცით, მხოლოდ ორი მფლობელის ვინაობა. ესენი არიან გელა გომელარი და ნიკოლოზ დოლიძე. 
კლუბის მიმართ ახალი მფლობელები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას. სულ 8 ბურთით ვარჯიშობენ ფეხბურთელები, სასმელი წყალიც კი არ აქვთ. როდესაც ქალაქში წყდება წყალი 50 ლიტრის შეძენა მაინც არის საჭირო მათთვის. ასევე არაა გადახდილი ხელფასები, მსაჯის 70 ლარი ვერ გადაუხდიათ. ჩვენ გვინდა კლუბის პატრონობა თავის თავზე რუსთავის მერიამ აიღოს", - საუბრობს, ლოლუა.


კლუბის წარმომადგენლებს რუსთავის მერი დავით ჯიქია შეხვდა და საკითხში გარკვევას დაპირდა. ჯიქია საუბრობს, რომ ქალაქი ვერ დაეხმარება სხვის საკუთრებაში მყოფ კლუბს, თუმცა თუ მოხდება საკუთრების კუთხით ცვლილებები, შესაძლებელია კლუბის ნაწილობრივი დაფინანსება. 

„ გავარკვევ რა პირობებით გასხვისდა და რა ვალდებულები აქვს აღებული ახალ მფლობელს. მათაც შევხვდები და რაც შესაძლებელია გავაკეთებ", - უხსნიდა კლუბის წარმომადგენლებს რუსთავის მერი. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments