რუსთავის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალ“ თანამშრომლებს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს - 23 ივლისი 2014

KKPRESS.GE

„მე პირადად არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული ოცნების აქტივსტი მეუბნებოდა: - ინგა ბოლო შანსი გაქვს გადმოდი ჩვენთან-ო. მე ვერ გადავიდოდი და არ მესმის იმ ადამიანების ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს" - საუბრობს, რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი სპეციალისტი, ინგა გურეშაძე.

„ქვემო ქართლი საინფორმაციო პორტალს რუსთავის ორი მუნიციპალიტეტის ხელშეკრულებით მომუშავე პირები დაუკავშირდნენ. მათი თქმით, ქალაქის ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დევნა და თვთმმართველობის სამსახურებიდან განთავისუფლება.
თამილა ხორგუაშვილი, რომელიც 3 წელი რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა - დღეს უმუშევარია. ამბობს, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის" მე-8 ოლქის შტაბის ხელმძღვანელი.


„ მუნიციპალიტეტში მუშაობის განმავლობაში არავითარი შენიშნვა არ მიმიღია ჩემი ხელმძღვანელობისგან, რადგან რაც მევალებოდა ყველაფერს ვაკეთებდი. ასეთი ადამიანების წყალბით ჩვენი მუნიციპალიტეტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე.
ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ კი დაგვიწყეს 1 თვიანი ხელშეკრულებების დადება. მუდმივად ვიყავით შიშის ქვეშ - აი, დღეს გაგვიშვებენ ხვალ. შემდეგ, მათ მოიყვანეს ორი ახალი თანამშრომელი ოცნების მედროშეები, რომელთაც არ იცოდნენ მუშაობა და ჩვენ ვასწავლიდით. დღეს ეს ადამიანები ისევ იქ მუშაობენ, ჩვენ კი ხელშეკრულება არ გაგვიგრძელეს და ელემენტარული ადამიანური ახსნის გარეშე გამოგვიშვეს", - საუბრობს, თამილა ხორგუაშვილი.

უმუშევარი დარჩა ამავე მუნიციპალიტეტის სპეციალისტი, ინგა გურეშაძეც.
„ მე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი ვიყავი ერთ-ერთ უბანზე. ასევე უკვე წლებია ხელშეკრულებით ვმუშაობ ილია ჭავჭავაძის სახელობის ტერიტორიულ ორგანოში. 

ჩვენი ხელშეკრულების გაუგრძელებლობის მიზეზი ვთვლით, რომ პოლიტიკურია. მე პირადად არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული ოცნების აქტივსტი მეუბნებოდა: - ინგა ბოლო შანსი გაქვს გადმოდი ჩვენთან-ო. მე ვერ გადავიდოდი და არ მესმის იმ ადამიანების ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს" - საუბრობს, ინგა გურეშაძე.

რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მუნიციპალიტეტის აწ, უკვე ყოფილი თანაშრომელი, ხატია ტაბატაძე კი „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ - მათ სამსახურში ახალი თანამშრომლის დამატებაზე საუბრობს. ამბობს, რომ მათთან ახალი თანამშრომელი დანიშნეს, რომელიც ძიძიგურის ბიუროს და ახლა უკვე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღლაკელიძის დედაა. ხატია ტაბატაძე, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და ოჯახის წევრია მათი ერთ-ერთი ლიდერის, ამბობს რომ წარმოუდგენელია საპენსიო ასაკში მყოფმა ადამიანმა შეძლოს მუნიციპალიტეტში აქტიური მუშაობა. 

„ ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა, რამდენიმე სართულის კიბეებით ავლა, სახურავზეც ავდიოდით როცა, რაღაც პრობლემა იყო და გადამოწმება გვევალებოდა. ჩვენი სამსახური ამ ყველაფერს ითვალისწინებს. დასკვნები თავად გააკეთეთ..
მე პირადად ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვარ ამ ქალაქში დასაქმების კუთხით სერიოზული პრობლემა შემექმნება სწორედ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებს გამო", - საუბრობს, ტაბატაძე. 

თემაზე კომენტარს რუსთავის მერი, დავით ჯიქია აკეთებს. ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების დევნა არ ხდება. საუბრობს, რომ წინასაარჩევნოდ რიგი მუნიციპალიტეტები და თვითმმართველობის სამსახურები „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბებად იყო ქცეული და მაშინაც არ მიუღია მათი გაშვების გადაწყვეტილება. 

„ შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული სამსახურების ლიკვიდაცია მოხდება და ამ თანამშრომლების გარდა სხვებსაც მოუწევთ წასვლა. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად ყველა მუნიციპალიტეტში ერთი წარმომადგენელი მეყოლება", - აცხადებს, ჯიქია.

„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები კი სამსახურებიდან გაშვებულ თანაპარტიელებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით მალე მათ რიგებს მერიის და საკრებულოს ძველი თანამშრომლებიც შეემატებიან.


მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments