Tuesday, July 29, 2014

კოალიციაში შემავალი პარტიები საკრებულოებში დამოუკიდებელ ფრაქციებს ქმნიან - 29 ივლისი 2014

KKPRESS.GE

ქვემო ქართლში კოალიციაში შემავალი პარტიები საკრებულოებში დამოუკიდებელ ფრაქციებს ქმნიან. „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა რა გარემოება განაპირობებს საკრებულოებში კოალიციის შემავალი პარტიების ფრაქციებად გაყოფებას. 

საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის 41 მუხლით საკრებულოში ანაზღაურებადია, მხოლოდ თანამდებობის პირების საქმიანობა. საკრებულოს წევრები კი თავიანთ საქმიანობას თვითმმართველობაში ანაზღაურების გარეშე ეწევიან. თანამდებობის პირის სატატუსი კი კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად საკრებულოს თავმჯდომარესთან, კომისიების ხელმძღვანელებთან ერთად - ფრაქციის თავმჯდომარეებსაც აქვთ.


არის, თუ არა ეს ფაქტორი აღნიშნული ტენდენციის განმსაზღველი, ან ნიშნავს თუ არა ფრაქციებად გაყოფა კოალიციის დაშლას - კითხვას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება - კონსერვატორების" ხელმძღვანელი, მამუკა აბაშიძე პასუხობს. 
„ ცალკე ფრაქციების შექმნა არ ნიშნავს კოალიციის დაშლას, უბრალოდ ყველა პარტიას აქვს თავისი განსხვავებული ხედვა. ახლა არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას. ფრაქციის შექმნის მიზანი კი არის საკრებულოში ჩვენი პარტიის ინტერესების გატარება", - საუბრობს, აბაშიძე. 

KKPRESS.GE-ს ინფორმაციით ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" შექმნა იგეგმება გარდაბნის რაიონში. ამ დროისთვის კი ფრაქციები „ქართული ოცნება - კონსერვატორები" , „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" შექმნილია წალკის, მარნეულის და დმანისის მუნიციპალიტეტებში. ამასთან ერთად ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია ფრაქცია „ქართული ოცნება."


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: