გასულ წელს, ქვემო ქართლის გუბერნიაში 95 550 ლარის პრემია გაიცა - 25 ივლისი 2014

KKPRESS.GE

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ქვემო ქართლის გუბერნიაში 2013 წელს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.
ორგანიზაციის მოპივებული საჯარო ინფორმაციის თანახმად 2013 წელს ქვემო ქართლის გუბერნიაში პრემიის სახით გაიცა 95 550 ლარი. აქედან გუბერნატორის მოადგილეებს მიღებული აქვთ 20 700 ლარი. „სხვა თანამშრომლებზე" კი გაცემულია 74 850 ლარი. თავად რეგიონის გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს კი 2013 წელს პრემია არ აქვს მიღებული. ასევე პრემია 2013 წელს არ აუღია ახალ გუბერნატორს, გიორგი მღებრიშვილს.


პრემიები მიღებული აქვთ ორივე გუბერნატორის დანიშნულ მოადგილეებს. კირკიტაძის პირველ მოადგილეს, მამუკა ჩიქოვანს ერთი წლის მანძილზე მიღებული აქვს  10 500 ლარის პრემია, მეორე მოადგილეს კი ასევე ერთი წლის მანძილზე მიღებული აქვს 6 200 ლარის პრემია, მოადგილე - კობა კობიაშვილზე კი გაცემულია 2 000 ლარის პრემია.
2 000 ლარის პრემია აქვს მიღებული თანამდებობაზე ერთ თვიანი მუშაობის შემდეგ დეკემბრის თვეს ახალი გუბერნატორის, აწ უკვე მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოადგილეს - დავით ვარდიაშვილს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments