არჩეულ მერებს და გამგებლებს თვითმმართველობის ახალი კოდექსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

KKPRESS.GE

რეგიონული განვითარების სამინისტრომ ქვეყნის ახლადარჩეულ მერებთან და გამგებლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. უწყებამ სხვადასხვა რაიონების მომავალ მმართველებს - თვითმმართველობის  ახალი კოდექსის სამართლებრივი საკითხები გააცნო.

კოდექსის ძირითად სიახლეებზე შეხვედრაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კახიძემ ისაუბრა.

აცხადებდა, რომ კოდექსი საკუთარ თავში აერთიანებს თვითმმართველობის რეგულირების ყველა სამართლებრივ საკითხს. შეკრებილებს უხსნიდა, რომ მათი უფლებამოსილების დაწყების შემდეგ,  ყველა მოადგილეს და სამსახურის ხელმძღვანელს უფლებამოსილება აღნიშნული კადექსის თანახმად  ავტომატურად უწყდება და მათ შეუძლიათ ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი გუნდი, როგორც არჩეულმა გამგებლკებმა/ მერებმა თავად დააკომპლექტონ.

დასძენდა, რომ კოდექსის თანახმად გამგებლის დანიშნული მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები არ გადიან ტესტირებას. ერთადერთი შეზღუდვა, რაც არჩეულ პირებს აქვთ ამ მიმართულებით არის ის, რომ კოდექსის თანახმად არცერთ თვითმმართველობაში არ შეიძლება იყოს 13 თანამდებობის პირზე მეტი. ამ რაოდენობაში კი შედის, როგორც გამგებელი, ასევე მისი მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები. თვითმმართველობებს კოდექსი თანხმების განკარგვის კუთხითაც უწესებს შეზღუდვებს - თანამშრომელთა ხელფასების ხარჯი არ უნდა იყოს ბიუჯეტის ხარჯების 25%-ზე მეტი.

ახლად არჩეულ გამგებლებს და ქალაქის მერებს რეგიონული განვითარების სამინისტრო ასევე უხსნიდა, რომ მათ ახალი მოვალეობაც ეკისრებათ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თვითმმართველობებმა დროებითი თავშესაფრით  უნდა უზრუნველყონ უსახლკარო მოქალაქეები.

ცვლილებებია სოფლის რწმუნებულების საკითხშიც. შეხვედრის მიმდინარეობისას სხვა რიგ სამართლებრივ დეტალებთან ერთად, ირაკლი კახიძემ განაცხადა, რომ ახალი კოდექსის თანახმად შემოდის გამგებლის/მერის წარმომადგენლის თანამდებობას. აცხადებდა, რომ გამგებლები/მერები თავად წყვეტენ ეყოლებათ, თუ არა წარმომადგენლები დასახლებებში.

სიახლეები შეეხო სახანძრო სამსახურების მართვის სფეროსაც. მუნიციპალიტეტების სახანძო უსაფრთოხოების სამსახურები შსს დაქვემდებარებაში გადადიან, თუმცა მათ მიმართა გარკვეული „დახმარებითი ხასიათის“ ვალდებულებები რჩებათ თვითმმართველობებს.

„ შეხვედრა საინტერესო იყო, მოვისმინეთ ის ინფორმაცია, რაც ყველა გამგებელს სამუშაო პროცესში სჭირდება.

ჩვენ შემთხვევაში გვაქვს სულ 15 სამსახური და მოგვიწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რადგან მუნიციპალიტეტში სულ 13 თანამდებობის პირი უნდა იყოს, რაც შეეხება სამსახურების ხელმძღვანელების ვინაობას, ამ ეტაპზე არ მაქვს ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი“, - საუბრობდა, შეხვედრის მონაწილე მარნეულის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი. მასთან ერთად რეგიონული განვითარების სამინისტროს საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებას რეგიონის გუბერნატორი და ქვემო ქართლის სხვა არჩეული გამგებლები ესწრებოდნენ.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments