რუსთავის საკრებულომ მერიის დებულება დაამტკიცა - 08 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის საკრებულომ მერიის დებულება დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად ჩამოყალიბდება მერიის შემდეგი სამსახურები: მერიის ადმინისტრაცია; ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და კეთილმოწყობის სამსახური; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; აუდიტის სამსახური; საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური; სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ეკონომიკური განვითარების, ურბანული დაგეგმარებისა და ქონების მართვის სამსახური; ზედამხედველობის სამსახური; სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახური; სახანძრო დაცვის სამსახური.
ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის და შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლის პროცესის შესახებ, დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა განცხადება. ითქვა, რომ სამინისტროსთვის გადაცემამდე ის ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაში რჩება.


არაოფიციალური ინფორმაციით, როგორც მუნიციპალიტეტების მერიის/გამგეობის დებულებები, ასევე რეორგანიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ფორმები - არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის შედეგი, მათი გადმოცემა ხდება ცენტრალური ხელისუფლებიდან.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments