„ მე, როგორც ახალი გამგებელი თვალზე ცრემლი მომერია, როცა დედას ვამშვიდებდი“ - გარდაბნის გამგებელი + (ვიდეო) - 08 აგვისტო 2014

kkpress.ge

დღეს, გარდაბანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გაიხსენეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული გარდაბნელები: ზურაბ ბეგიაშვილი, ლევან დევდარიანი, გიორგი სხვიტარიძე და ევგენი ხარძიანი. ღონისძიებაზე მოსულებს მათი ბიოგრაფია გააცნეს.
დაღუპულთა მიერ, ქვეყნის წინაშე გაწეული  ღვაწლის მნიშვნელობაზე - „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან"  საუბარი არ ისურვა რაიონის გამგებელმა, გარსევან ნიორაძემ.


თუმცა შეგვიძლია მკითხველს გავაცნოთ, მისი გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი. გამგებელი საუბრობს, რომ ომში დაღუპულ გმირთა დედებს შეუძლიათ დაურეკონ მას და ის მივა მათი შვილების საფლავზე. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments