რუსთავის თვითმმართველობის თანამდებობის პირები მოქალაქეების მიღებას სექტემბერში დაიწყებენ - 15 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს" მკითხველები წერენ, რომ მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მოქალაქეებს არ იღებენ რუსთავის თვითმმართველობის თანამადებობის პირები. აცხადებენ, რომ ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვთ მოქალაქეთა მიღების დღეები.

საკითხზე კომენტარს მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხეილ თათარაძე აკეთებს. „ დღეისთვის მერიაში რეორგანიზაცია  მიმდინარეობს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოქალაქეთა ნაწილს სამსახურის ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები და თავად მერი მიიღებენ.
ჩემი ინფორმაციით, მოქალაქეთა მიღება სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა ახლაც შედიან მერთან და იმის თქმა, რომ საერთოდ არ ხდება მათი მიღება არაა სწორი.  საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით კი მე ვერ გავაკეთებ კომენტარს",  აცხადებს, თათარაძე.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments