რუსთავის მერის მოადგილედ ნოდარ შეროზია დაინიშნა - 18 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

რუსთავის მერის მოადგილედ ნოდარ შეროზია დაინიშნა. შეროზია წარსულში „რუსთავწყალის" დირექტორად მუშაობდა. დამთავრებული აქვს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა ამავე ინსტიტუტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 
კომენტარზე არ გვთანხმდება. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გვიხსნი, რომ მას პირველი სამუშაო დღე აქვს და სურს გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში.
მერის მეორე მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს გიორგი ტაბატაძე. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments