რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შემცირებები ელით + (ვიდეო) - 20 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

დღეს რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდმაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ უკმაყოფილება გამოხატა საკუთარი აპარატის თანამშრომლების მიმართ. განაცხადა, რომ მათი ნაწილი წარსულში კანონს არღვევდა და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელე იყო საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ასევე დასძენდა, რომ აპარატის თანამშრომელთა ნაწილი არ დადიოდა სამსახურში და ახლა ცდილობს, მის დასანახად რამე საქმით დაკავდეს. 

მაღლაკელიძე ითხოვს მათი „სამართლებრივი პასუხისმგებლობის" საკითხის დაყენებას და შესაბამის უწყებებს მიმართავს. 

აღნიშნულ განცხადებაზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი კახა გურგენიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს მაღლაკელიძე აპარატის თანამშრომლების „დაჭერას". 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments