წალკის თვითმმართველობა ოთხი ბანერის დასამზადებლად 8 000 ლარიან ტენდერს აცხადებს - 01 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

წალკის მუნიციპალიტეტი 4 საინფორმაციო ბანერის დასამზადებლად ტენდერს აცხადებეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ბანერების ზომა უნდა იყოს: 360 X 0,53 სმ;  360 X 250 სმ; 360 X 250 სმ. შემსრულებელმა მათზე  წარწერები უნდა განათავსოს: წალკის მუნიციპალიტეტი; წალკის მუნიციპალიტეტის დროშა და წალკის მუნიციპალიტეტის გერბი.

სატენდერო პირობებით ფასიის კლების ბიჯი 40 ლარია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments