რუსთავში მერიის საშტატო ნუსხა დაამტკიცეს

KKPRESS.GE

რუსთავის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე, მერიის საშტატო ნუსხა დაამტკიცა. დღეის მდგომარეობით მერიას 268 საშტატო ერთეული ეყოლება - სახანძრო დაცვის სამსახურის ჩათვლით. დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად მერს ორი მოადგილე და 10 სამსახური ჰყავს.

სხდომაზე, საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი კითხულობდა გამოიწვევს, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება თანამშრომლთა მასიურ გათავისუფლებებს და რატომ ჰყავს ერთ-ერთ  ექვს კაციან სამსახურს სამი მოადგილე, მაშინ როდესაც 20 კაციან სამსახურზე მითითებულია, მხოლოდ ორი მოადგილის არსებობის შესაძლებლობა.
პასუხობდნენ, რომ აღნიშნული განაპირობა სამსახურების გამსხვილებამ და მათმა სპეციფიურობამ. თანამშრომელთა დათხოვის შესახებ კი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე აცხადებდა, რომ აღნიშნული საკითხი მერის გადასწყვეტია. დასძენდა, რომ პროფესიონალი კადრების გაშვება არ იგეგმება.


ამ საკითხზე მერის, ან მისი მოადგილეების საკრებულოზე მოსვლა და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ითხოვეს ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments