რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს 041 სანომრე ნიშნის ავტომობილი ემსახურება + (VIDEO)

KKPRESS.GE

თანამდებობის პირთა მიერ, სამსახურეობრივი ავტომობილების სანომრე ნიშნებით პოლიტიკური სიმპათიების დემონსტრაციის ტენდენციას - რუსთავის საკრებულო აგრძელებს.

საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მაღლაკელიძეს ემსახურება ავტომობილი RST 041 სანომრე ნიშნით. ამბობს, რომ მისმა წინამორბედმა მანქანის ნომრები წაიღო, რადგან მისი საკუთრება იყო - ახალი ციფრების კომბინაცია კი მას არ აურჩევია და საკრებულოს სამსახურმა შეარჩია.

რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კახა გურგენიძე აცხადებს, რომ სამსახურეობრივი ავტომობილის ნომრები, ნამდვილად მისი საკუთრება იყო და დასძენს, რომ ხუთიანებით არ უვლია იმის გამო, რომ ნაციონალი იყო. მისი სანომრე ნიშნები გახლდათ  SAK 010. ასევე ამბობს, რომ რუსთავის ახალი ხელისუფლება განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართა და თვითმმართველობის ერთ-ერთი ავტომობილი, რომლის სანომრე ნიშნებია 555 - მერიის უკან დგას უქმად და მასი გამოყენება არავის სურს.

პ.ს რუსთვის საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ ჩვენთან საუბროს ბოლოს განაცხადა, რომ მსგავსი კითხვების დასმა არასერიოზულია. „ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" კი თვლის, რომ არასერიოზულია თანამდებობის პირთა მიერ სანომრე ნიშნებით პოლიტიკური ორიენტაციის დემონსტრირება.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments