ბრალდებები რუსთავის ახალ ხელისუფლებას

KKPRESS.GE

რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა და საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. მამუკა ჩიქოვანი და კახა გურგენიძე აცხადებდნენ, რომ რუსთავის თვთმმართველობაში კერძოდ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პირებს აიძულებენ სამსახურიდან წასვლის განცხადებებს  მოაწერონ ხელი.

„ ამავე განცხადებაში, რომელიც მათ ხელნაწერის ფორმით მისცეს წერია, რომ ერთი მხრივ ისინი/მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ითხოვენ გათავისუფლებას სამსახურიდან და მეორეს მხრივ, ითხოვენ თვითმმართველობის სხვა სამსახურში სპეციალისტად გადაყვანას. მინდა შეგახსენოთ, რომ კადრის სხვა სამსახურში გადაყვანაზე პირველ რიგში საჭიროა შესაბამისი თანამდებობის პირის ბრძანება. აღნიშნული პროცესი არ არის დამოკიდებული, მხოლოდ დასაქმებული პირის სურვილზე.  შესაბამისად, თუ გადაყვანა უნდოდათ ამისი ბრძანება უნდა გამოეცათ და ამისთვის არ იყო საჭირო ადამიანების იძულება - ამ ფორმის განცხადებაზე მოეწერათ ხელი", - აცხადებს კახა გურგენიძე.

ბრალდებებს რუსთავის მერი, დავით ჯიქია პასუხობს. ამბობს, რომ ამ თემის მსგავსი ფორმით წაროჩენა არის იაფფასიანი პიარი ნაციონალური მოძრაობის.
„ მე, რომ მდომოდა ამ ადამიანების სახლში გაშვება კანონი აღნიშნულის უფლებას მაძლევდა, მაგრამ ადამიანური მიდგომის გამო, რადგან თვითმმართველობის კოდექსით აღარ იარსებებს მუნიციპალიტეტები და ისინი უმუშევრები რჩებოდნენ - მათ შევთავაზეთ აღნიშნული სამსახურიდან მერიის სხვა სამსახურში გადაყვანა. არავითარი იძულება არ ყოფილა. ვისაც არ უნდა შეუძლია არ დაწეროს ეს განცხადება, მაგრამ გაუქმებულ სამსახურში მე ვერავის დავტოვებ", - საუბრობს ჯიქია. მედიას აცნობს მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა ნაწილზე დაწერილ ბრძანებებს, რომლებიც სხვადასხვა სამსახურში, უკვე გადანაწილდნენ.

რუსთავის მერმა, ასევე მედიას გააცნო, წარსულში მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების მიერ უთარიღოდ განთავისუფლებაზე დაწერილი განცხადებები. მათ შორის ერთ-ერთი მისიცაა.  „ ასეთი განცხადებები იწერებოდა მერიაში ყოველთვე და ამის გამკეთებლები არიან დღეს აღშფოთებულები?!" , - კითხულობს დავით ჯიქია.
ურთიერთბრალდებებთან ერთად, მოქმედი ადგილობრივი ხელსუფლების მიმართ უნდობლობაზე საუბრობს რუსთავის ილია ჭავჭავაძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ზურაბ მერაბიშვილი. ამბობს, რომ გათავისუფლების და სხვა სამსახურში დანიშნვის დაწერილი განცხადება მას მერიაში მისცეს, თუმცა ხელი არ მოაწერა.
„ იცით რა არის, მე ვიფიქრე ამ თემაზე და მივხვდი, რომ მაგ განცხადებაში ორი საკითხი იყო დასმული. ერთი განთავისუფების და მეორე დანიშნვის. მათ შეეძლოთ განცხადების, მხოლოდ გათავისუფების ნაწილი დაეკმაყოფილებინათ, ამ შემთხვევაში სამსახურიდან კომპენსაციის გარეშე გამიშვებდნენ", - საუბრობს, ზურაბ მერაბიშვილი.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments