„თანამოსაკნეები ადასტურებენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“ - სასჯელაღსრულების სამინისტრო

KKPRESS.GE

ოფიციალური უწყება ასევე დაძენს, რომ თვითმკვლელობა საპირფარეშოში მოხდა და პატიმარი, უკვე გარდაცვლილი იპოვეს თანამოსაკნეებმა.

დილიდან მედია რუსთავის მე-6 საერთო და მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში 24 წლის პატიმრის ჯიდო ფირცხელიანის გარდაცვალებაზე საუბრობს. პატიმრის ოჯახის (დების) განცხადებით, ფირცხელიანს არ ჰქონდა დეპრესია, მიუხედავად იმისა, რომ მას უდოზე უარი მოუვიდა. სასჯელაღსრულების სამინისტრო კი მედიასთან აკეთებს კომენტარს, რომ პატიმრის თვითმკვლელობის ფაქტს ადასტურებენ მისი თანამოსაკნეები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი აწ, გარდაცვლილის დეიდაშვილია. ოფიციალური უწყება ასევე დაძენს, რომ თვითმკვლელობა საპირფარეშოში მოხდა და ის, უკვე გარდაცვლილი იპოვეს თანამოსაკნეებმა. 

„ გარდაცვლილი საპირფარეშოში იპოვეს მისმა თანამოსაკნეებმა. ჩატარებულია სამედიცინო ექსპერტიზა და შედეგებს ველოდებით. ბრალდებულთან ერთად საკანში მისი დეიდაშვილი იმყოფებოდა, რომელიც დანარჩენ თანამესაკნეებთან ერთად ადასტურებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა",- აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. 

საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის ზედამხედველობით. სასჯელაღსრულების სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებულია სამედიცინო ექსპერტიზა და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება საჯარო. 



KKPRESS.GE 

Comments