ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

KKPRESS.GE

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად იროდი უგრეხელიძე დაინიშნა. აღნიშნულ სამსახურს კიდევ ორი განყოფილება შეუერთდა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის.

იროდი უგრეხელიძე, დაიბადა 1971 წლის 28 ივლისს, 1988 წელს დაამთავრა ბოლნისის პირველი საშუალო სკოლა და  1995 წელს ჩაირიცხა  ნიკო ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში, რომელიც 2000 წელს დაამთავრა. 1992 წლიდან მუშაობს სხვადასხვა სამსახურებში. 2008 წლიდან ამ დრომდე კი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად.

ბოლნისი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი კი ამჯერად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურს უხელმძღვანელებს.

ხეცურიანი 1982-83 წლებში  მუშაობდა „საქნავთობის" ჭაბურღილის ოპერატორად. 1983-87 წლებში  „ბილნისგაზის„ გაზსადენის სამსახურის უფროსად. 1987-89 წლებში „მადნეულის"ღია დამუშავების მაღაროს ცვლის უფროსად. 1989-90 წლებში ბოლნისის ადგილმრეწველობის კომბინატის უსაფრთხოების ინჟინრად, 1991-2000 წლებში გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსად, 2004 წელს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსად, 2005-06 წლებში კი მოადგილედ. 2006-10 წლებში  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სარევიზიო კომისის თავმჯდომარეა. 2010 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ხოლო 2013 წელს იყო საკრებულოს თავმჯდომარე. 2014 წლის 30 ივლისიდან დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments