გარდაბანში „ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების“ გასაცემად დროებითი კომისია შეიქმნა

KKPRESS.GE

დღეს გარდაბნის საკრებულომ მხარი დაუჭირა „ სოციალურად დაუცველი ოჯახების ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების დროებითი კომისიის" დებულების დამტკიცებას.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად გარდაბნის ბიუჯეტიდან, აღნიშნული კომისიის გავლის შემდეგ, დახმებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, მარტოხელა პირები, დევნილები, სოციალური და სამედიცინო სტატუსის არ მქონე პირები, მკვეთრად შეზღუდული უსინათლო პირები, 100 და მეტი ასაკის პირები, ეტლს მიჯაჭვული ინვალიდები, დედ-მამით ობოლი არასწრულწლოვანები, დიალეზზე მყოფი ადამიანები და ის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა დახმარებისთვისაც შესაბამისი შუამდგომლობით კომისიას საკრებულოს დეპუტატები და ტერიტორიულ ორგანოებში გამგებლის წარმომადგენლები მიმართავენ.  


„ კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა განცხადების დაკმაყოფილების, ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც მიღებული გადაწყვეტილების ფინანსურ აღსრულებას განახორციელებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური" - წერია კომისიის დებულების მე-8 მუხლში.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments