CENN– მა კაზრეთში პროექტის პრეზენტაცია გამართა

KKPRESS.GE

"კავკასიის გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა" დაბა კაზრეთში ახალი პროექტი  გააცნო ადგილობრივ  მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პროექტის  ფარგლებშიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებით  საკანონმდებლო პაკეტის მომზადება იგეგმება.

„გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში" - ეს იმ პროექტის სახელწოდებაა, რომლის განხილვაც დაბა კაზრეთში, ადგილობრივ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს CENN-ის პროექტების მენეჯერმა, კახა ბახტაძემ გააცნო.

პროექტი 3 წლიანია და მისი მიზანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით დაზარალებული თემების ინფორმირებას და სასარგებლო წიაღისეულის მართვის სფეროში შემუშავებული და შეთანხმებული პოლიტიკის, საკანონმდებლო ინიციატივების, რეკომენდაციების შემუშავებას და მათი ადვოკატირებას, ლობირებას გულისხმობს. პროექტი ქვემო ქართლში, იმერეთში,  კახეთში, აჭარაში, აზერბაიჯანში-განჯის-გაზახის რეგიონში და სომხეთში-ლორეს რეგიონში განხორციელდება. 

პირველ ეტაპზე მოხდება გარემოსდაცვითი კვლევეების ჩატარება და სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ თემებში საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ გარემოსდაცვით პრობლემებზე  როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ასევე შემუშავდება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წესებს დაარეგულირებს.

კახა ბახტაძის თქმით: „რადგან ქვემო ქართლში მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემა გვსურდა, ეს პროექტი მოსახლეობისთვის გაგვეცნო. პროექტის მიზანი ახალი რეფორმების განხორციელებაა წიაღისეულის მოპოვების მიმართულებით. რაც უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას გულისხმობს, რათა დაინერგოს ის ტექნოლოგიები წიაღისეულის მოპოვების სფეროში, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში უკვე კარგახანია წარმატებით მუშაობს. 
გავეცანით იმ პრობლემებს რაც მოსახლეობას ამ მხრივ აწუხებს. ასევე ვისაუბრეთ იმ გეგმებზე რაც ჩვენ გვაქვს და განვიხილეთ ის თანამშრომლობის მექანიზმები რომლითაც მათთან ჩვენი მომავალი ურთიერთობა შედგება".

შეხვედრის მონაწილის ნინო მახნიაშვილის აზრით, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მარტო დაბისთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის.
„ შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, რადგან დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს აწუხებთ ის ეკოლოგიური პრობლემები რაც კაზრეთში არსებობს. ვფიქრობ, საინტერესო და ქმედითი იქნება როცა ამ პრობლემების მოგვარებაში ჩვენ, ადგილობრივი მცხოვრებლეობაც ჩავერთვებით"- საუბრობდა, მახნიაშვილი.

კაზრეთში წყლის და ჰაერის ეკოლგიური მდგომარეობის შესასწავლად  - კვლევების ჩატარება სითხოვს ადგილობრივი -  დალი მამულაშვილი.

„ დიდი ხანია რაც ამ თემებზე ვმუშაობ. კაზრეთში ვცხოვრობ, შვილები და შვილიშვილები მყავს და მაწუხებს ის მდგომარეობა რაც აქაა ეკოლოგიის მხრივ. საჭიროა ჰაერის, წყლის დაბინძურების მონიტორინგის ჩატარება, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შეგვექმნას კაზრეთის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. მე აუცილებლად ჩავერთვები ამ პროექტში. ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. საჭიროა საზოგადოებასთან სწორი ინფორმაციის მიტანა, რათა მათი ჩართვა მოხდეს ამ საკითხებში და იმ ეკოლოგიური კატასტოფის შეჩერება რაც დაბაში ახლა არსებობს", - ამბობს, დალი მამულაშვილი.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებს კონსულტაციას უცხოელი სპეციალისტებიც გაუწევენ. გარდა დაბა კაზრეთისა მსგავსი შეხვედრები საქართველოს კიდევ 4 რეგიონში გაიმართება.


ბადრი კობიაშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments