რუსთავის არჩეული მერი აცხადებს, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ აპირებს - 02 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

დღეს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თვითმმართველობის შენობაში არჩეული მერის ლეგიტიმაციის ღონისძიება ჩაატარა. მან რუსთავის არჩეულ მერს, დავით ჯიქიას შემაჯამებელი ოქმი გადასცა. ჯიქიას მხარი საარჩევნო უბნებთან მისული 35 601 რუსთაველიდან 22 372-მა დაუჭირა. გაკეთდა განცხადებები მედიასთან. დავით ჯიქია აცხადებდა, რომ ის რუსთაველების არჩეულია და მისი მთავარი მოვალეობაა იყოს ამომრჩეველთან ახლოს და შეასრულოს ის მისიჯები, რაც მათგან მოდის.
„ გარკვეული დროის შემდეგ იგეგმება რეორგანიზაცია რაც კანონით არის სავალდებულო. მოხდება რამდენიმე სამსახურის გაერთიანება", - აცხადებდა ჯიქია.


მისი თქმით, დღეის მდგომარეობით თვითმმართველობაში (მერია, საკრებულო) 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად კი მათი რიცხვი 288-მდე უნდა შემცირდეს. საუბრობდა, რომ მერიის რიგ სამსახურებში თანამშრომელთა რიცხვი 31-ს სცილდება და მათგან, მხოლოდ რამდენიმე აკეთებს საქმეს.

 „ მაგალითად მერიის სოციალურ სამსახურში არის 31 თანამშრომელი. მაშინ როდესაც სხვა ისეთ სამსახურში, სადაც მეტი კადრია საჭირო არ გვყავს. მოხდება რეორგანიზაცია - თანამშრომლების ნაწილი ვინც არ აკეთებს საქმეს დატოვებს ადგილს. მე გარწმუნებთ, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დავიწყებ. თქვენ ნახავთ, რომ სამსახურს დატოვებს, რამდენიმე ჩემ დროს დანიშული კადრიც", - დასძენდა, რუსთავის მერი. ერთ-ერთი სამსახური, რომლის გაერთიანებაზეც მან, უკვე ისაუბრა არის კულტურის სამსახური, რომლის გაერთიანებაც იგეგმება სოციალურ სამსახურთან. ამ დროისთვის არ სახელდება მერის მოადგილეების ვინაობა.

ლეგიტიმაციის ღონისძიებას არა დასწრებიან რუსთავის საკრებულოს წევრები. მათ არჩეულ მერს აღნიშნული სტატუსით მუშაობის დაწყება ღონისძიების დასრულების შემდეგ მიულოცეს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments