სამეთვალყურეო საბჭომ ქვემო ქართლის ტელევიზიის დირექტორი შეცვალა - 01 სექტემბერი 2014

KKPRESS.GE

ხათუნა მამარდაშვილს, რომელიც 2011 წლის აგვისტოდან სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის" დირექტორია, რამდენიმე დღის წინ სამეთვალყურეო საბჭომ უფლებამოსილება შეუწყვიტა. აღნიშნული საბჭოს წევრები არიან: ეთერ ჯოლია, მალხაზ ალბორაშვილი და თავმჯდომარე/წევრი - როლანდ მგალობლიშვილი.

სატელეფონო საუბარში ხათუნა მამარდაშვილი ამბობს, რომ მას პრეტენზია არავისთან აქვს და არც კითხვა გასჩენია უკავშირდება, თუ არა მისი თანამდებობიდან გაშვება რუსთავის მმართველობაში მოსულ ახალ გუნდს. საუბრობს, რომ ის შესაძლოა ტელევიზიაში სხვა სტატუსით დარჩეს.


საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ტელევიზიის დირექტორი სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც არის აღნიშნული სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანო 29 აგვისტოს შეცვალა და მამარდაშვილის ნაცვლად -  ტელევიზიას გიორგი (გიგა) ჯღარკავა უხელმძღვანელებს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტისმითითებით  

Comments