„სჯობს რაიონში კაზინოები კი არა ბიბლიოთეკები შენდებოდეს“, - მარნეულის გამგებელი - 02 სექტემბერი 2014

KKPRESS.GE

დღეს მარნეულის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტში ასაშენებელი ახალი ბიბლიოთეკის შესახებ იმსჯელეს. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ვუგარ მამედოვის მოხსენების თანახმად მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის 300 000 ლარამდე იყო გამოყოფილი - საპროექტო საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მშენებლობას დამატებით 132 000 ლარი სჭირდება.


„ გარდა იმისა, რომ წიგნების კითხვის და განათლების მიღების საშუალება ექნებათ ახალგაზრდებს - ამ ბიბლიოთეკაში აქტიურად მოეწყობა შემოქმედებითი საღამოები, რაც ჩვენი რაიონის კულტურულ ცხოვრებას ხელს შეუწყობს.  ასე, რომ სჯობს რაიონში კაზინოები კი არა ბიბლიოთეკები შენდებოდეს", - მიმართავდა, საკრებულოს წევრებს მარნეულის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი.

საკრებულოს წევრებმა ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას მხარი დაუჭირეს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments