„ ვერა, ვერ დავიწყე საფლავს შეგუება“ - რუსთავში ოთარ გურგენიშვილის „პოეტური სახლი“ გაიხსნა + (ვიდეო) - 06 სექტემბერი 2014

KKPRES.GE

რუსთაველი, ტრაგიკულად დაღუპული 21 წლის პოეტის, ოთარ გურგენიშვილის დედა შვილზე წარსულ დროში არასდროს საუბრობს. ამბობს, რომ ოთოს სურდა გაეკეთებინა პოეტური სახლი და ახლა მისი თხოვნა შეასრულა - შვილის პატარა ბინა ახალგაზრდა პოეტების თავშეყრის ადგილად აქცია.
სანთლებით, შვილის ფოტოებით, ლექსების კრებულებით და ოთოს პირადი ნივთებით - მოწყობილ პატარა ოთახში დღეს მისმა მეგობრებმა მოიყარეს თავი. 
„ ოთოსთან ერთად გავაკეთე პოეტური სახლი, სადაც თავს მოიყრიან მისი მეგობრები", - საუბრობდა, გურგენიშვილის დედა ნანა მათუზაშვილი. ოთოს სახლში მოსულებს უხსნიდა, რომ შვილის სურვილი იყო ასევე მოხუცთა თავშესაფრის გაკეთება.

„ ჩვენ დავიწყებთ ოთოსთან ერთად ამ საქმეს. პრეზიდენტმა მას გმირობის ჯილდოსთან ერთად, ფულადი თანხა გადასცა და სწორედ ამ ფულით, როდესაც ავიღებთ, დავიწყებთ მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობას. ამ საქმეზე, როდესაც საუბრობდა ამბობდა, რომ თუ ვერ შეძლებდა მომვლელების დაქირავებას - თვითონ მოუვლიდა მოხუცებს", - დასძენდა, ნანა მათუზაშვილი. ღონისძიების ბოლოს კი შეკრებილებს შვილის დაწერილი ლექსი „დედა-შვილის ბოლო დიალოგი" წაუკითხა.

ოთარ გურგენიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, საკრებულოს წევრებმა და რიგითმა რუსთაველებმა. ისინი გურგენიშვილის „პოეტურ სახლს" სტუმრობდნენ და საუბრობდნენ, რომ ის იყო სამაგალითო მოქალაქე და პიროვნება.





kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments