რუსთავის საბავშო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება დაწერა - 09 სექტემბერი 2014

KKPRESS.GE

ააიპ "რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი, ია ქელბაქიანი ჩვენთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ მან თანამდებობიდან წასვლის განცხადება დაწერა. კითხვაზე უკავშირდება, თუ არა მისი გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელობაში მოსულ ახალ გუნდს და მისი მეუღლის საქმიანობას (ქალბატონი იას მეუღლე, ზაზა იმედაშვილი არის რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი) - აცხადებს, რომ ის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ამ ეტაპზე, ჩვენთან საუბარს ვერ შეძლებს.
რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, როდესაც „ოცნების" უმრავლესობა წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის საკრებულოს ნაციონალ წევრებს საყვედურობდა, ზაზა იმედაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მასაც აქვს სათქმელი ახალი მთავრობისთვის. აცხადებდა, რომ ის რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან სწორედ, პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს. 

რუსთვის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ია ქელბაქიანის განცხადებას ქალაქის მერი დღის ბოლომდე დააკმაყოფილებს. 
საბავშო ბაღების გაერთიანება არის, უკვე მეორე რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული ა(ა)იპი, რომლის ხელმძღვანელმაც წასვლაზე განცხადება დაწერა. 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments