მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო რუსთავი პერიოდულად იტბორება - 15 სექტემბერი 2014

მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების გამო რუსთავი ყოველი ძლიერი წვიმის შედეგად იტბორება. გარდა იმისა, რომ საავტომობილი გზები ხდება პარალიზებული, წყალი მოსახლეობას სარდაფებში და კომერციულ ობიექტებში აღწევს. აღნიშნული პრობლემა რუსთავს წლებია აწუხებს. 

ქალაქის ხელმძღვანელობა საუბრობს, რომ პრობლემას სანიაღვრე სისტემა ქმნის, რომელიც კერძო კომპანიის „რუსთავის წყალის" საკუთრებაა. 
რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით, კომპანია არ უვლის აღნიშნულ სისტემას და მის გაწმენდასაც არ ახდენს. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ვერ ხერხდება სანიაღვრე არხების ქალაქისთვის გადმოცემა.


პ.ს ფოტოს წყარო მოქალაქე რეპორტიორი, ნინო პავლიაშვილი. 


KKPRESS.GE

Comments