რუსთავის ბიუჯეტს ე.წ მწოლიარე პოლიციელების მოწყობა 53 825 ლარი დაუჯდება

რუსთავის მუნიციპალიტეტი ხელოვნური დაბრკოლებების (მწოლიარე პოლიციელი), საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური დახაზვის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 53 825 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად შემსყიდველმა უნდა მოაწყოს ქალაქში 220 ხელოვნური დაბრკოლება ე.წ მწოლიარე პოლიციელი, 71 საგზაო ნიშანი და თბილისის ქუჩის „საგზაო ჰორიზონტალური დახაზვა." სამუშაოები 1 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments