„ოცნების“ სიის მე-6 ნომერი რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი გახდა

KKPRESS.GE
                             
რუსთავის საკრებულოს აპარატს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სოფიო კარანაძემ რუსთავის საკრებულოს წევრობაზე უარი თქვა. მისი უფლებამოსლიების შეწყვეტის საკითხს, პირადი განცხადების საფუძველზე, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. კარანაძე საკრებულოში საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების" პროპორციული სიით შევიდა. ის „ოცნების" სიაში მე-6 იყო. 
სოფიო კარანაძეს სამუშაო გამოცდილებაში არის, როგორც რუსთავის თვითმმართველობის სტრუქტურებში მუშაობა, ასევე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში.
2003 წელს მუშაობდა რუსთავის საერო ინსტიტუტ "რვალში" ინგლისური ენის ლექტორის თანამდებობაზე; 2004-2005 წლებში
მუშაობდა რუსთავის მერიის იურიდიულ სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2005-2006 წლებში იყო რუსთავის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მრჩეველი; 2006 - 2007 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2007-2008 წლებში მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 2008-2010 წლებში იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახურის უფროსი; 2011 - 2012 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რუსთავის იუსტიციის სახლში; 2012 - 2013 წლებში მუშაობდა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

რაც შეეხება საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურში გვიხსნიან, რომ ციალა გაბისონია თავის თანამდებობას დაუბრუნდა და საქმიანობას აპარატის უფროსის მოადგილის სტატუსით აგრძელებს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments