რუსთავის გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების რეაბილიტაციისთვის 690 568 ლარი დაიხარჯება - 25 აგვისტო 2014

რუსთავის ახალმა ადგილობრივმა მთავრობამ პირველი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. მუნიციპალიტეტი ელექტრონულ ტენდერს აცხადებს ქალაქის გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების რეაბილიტაციისთვის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 690 568 ლარია.

მოხდება 16 ქუჩის და შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაცია. ესენია: გურამიშვილის ქუჩა (მარჯანიშვილიდან 9 ძმის ქუჩამდე); VII ა მიკრორაიონის შიდაკვარტალური გზის გაგრძელება; XVII მიკრორაიონში #5 სკოლის მიმდებარე შიდა კვარტალური გზა; ლეონიძის #22 და #24-ს შორის გზის ტროტუარი; მაჩაბლის #10 და მეგობრობის 10ბ დამაკავშირებელი გზა; მაჩაბლისა და ვახუშტის ქუჩების დამაკავშირებელი გზა; თბილისის ქუჩა #15-17-19-21; მეგობრობის #10ა-10ბ; მაჩაბლის #4; მაჩაბლის #6; მაჩაბლის #8; მაჩაბლის #10-12-14-12ა; ვახუშტის #7-7ა; ლომოურის #6ა; ლომოურის #6; XVII მკრ #10 ბინის უკან არსებული ტერიტორია.

აღნიშნულ ტენდერზე განაცხადების მიღება 7 სექტემბერს იწყება.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments