„სიდა“ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებისთვის - ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს

„სამოქალაქო განვითარების სააგენტო"  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს."

პროექტი 2013 წლის აპრილში დაიწყო და მის ფარგლებში საქართველოს ხუთი რეგიონის 50 სოფელში მუშაობენ - ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებიც შესაბამის კონსულტაციებს უწევენ, როგორც უცხოეთში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს ასევე მუშაობენ, უკვე  ჩამოსული მიგრანტების გადამზადებაზე.


„ პროექტის ფარგლებში ამოქმედდა სკაიპის მეშვეობით ცხელი ხაზი, რომელიც დახმარებას უწევს მიგრანტებს. ამ დროისთვის 600-მდე ბენეფიციარმა მიიღო, როგორც კონსულტაციები ასევე სხვა სახის მხარდაჭერა აღნიშნული პროექტიდან", - საუბრობს „სიდა"-ს წარმომადგენელი, მაია პაქსაშვილი.

„ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს" პროექტის ფარგლებში, დღეს ფილმის ჩვენება იმართება რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. „რა უნდა იცოდეთ საბერძნეთში და თურქეთში გამგზავრების მსურველებმა" - ამ დასახელების ფილმი მაყურებელს კონკრეტულ რჩევებს აძლევს, რათა შემცირდეს მათი რისკები თურქეთში და საბერძნეთში გამგზავრებისას.  

პ.ს აღნიშნული პროექტის და იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ის გთავაზობთ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.migrant.ge



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments