რუსთავში ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, სამუშაო საათებში, ფოლადის დნობის პროცესს ეცნობა

საბავშო ბაღები ამ დროისთვის რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. ადგილების სიმცირე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ძველი ინვენტარი - არის სკოლამდელიაღზრდის დაწესებულებების ძირითადი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა, როგორც ჯგუფების დამატება ასევე, ბაღების ნაწილის რეაბილიტაცია - ქალაქის ხელმძღვანელობაც აღიარებს, რომ ამ მიმართულებით სამუშაო კვლავ ბევრია.


თუმცა მუნიციპალური აიპ-ის, ბაგა-ბაღების გაერთიანების რამდენიმე დღის წინ დანიშნული ხელმძღვანელი, გიორგი მაღლაფერიძე არსებული პრობლემების ფონზე - ახერხებს, სამუშაო საათებში (დღეს) რუსთავის მერთან ერთად საწარმო „ჯეოსთილის" დათვალიერებას და ფოლადის დნობის პროცესის გაცნობას. კითხვაზე, რასთან დაკავშირებით იყო სამუშაო დროს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი საწარმოში? მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მაღლაფერიძეს კონკრეტული საქმე არ ჰქონია „ჯეოსთილში". 

კითხვა, თუ რას აკეთებს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი საწარმოში - არ გასჩენია არც მის ზემდგომს რუსთავის მერს, რომელმაც საწარმო მასთან ერთად დაათვალიერა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments