რუსთავის #1 დიაგნოსტიკურმა ცენტრმა სამედიცინო აქცია ჩაატარა - 15 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

დღეს, დილიდან რუსთავის #1 დიაგნოსტიკური ცენტრი პარტნიორ სამედიცინო დაწესებულება - დავით თაბაგარის კლინიკური კვლევების ცენტრ ,,მედულასთან" ერთად, რუსთაველებს უფასოდ ემსახურება.

დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებულ აქციაზე - ადგილობრივებს მოწვეული სპეციალსიტებისგან უფასო სამედიცინო კონსულტაციის და საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასო ულტრაბგერითი კვლევის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ცენტრის დირექტორის, ქეთევან ტყეშელაშვილის განცხადებით მათ გადაწყვიტეს კონსულტაცია/გასინჯვები მოეხდინათ ძირითადად იმ დაავადებების, რომელიც ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.

,, ჩვენ შევარჩიეთ სამედიცინო აქციისთვის ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული დაავადებები. ესენია: ონკოლოგიური დაავადებები - სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს სიმსივნეები, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი და სახსრის პათლოგიები", - საუბრობს ქეთევან ტყეშელაშვილი.

რუსთავის #1 დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებული აქცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments