ბაღების გაერთიანება აღსაზრდელთა მიღების პასუხისმგებლობას თავს არიდებს - 12 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

რუსთავის საბავშო ბაღების გაერთიანება, რომელიც მუნიციპალიტეტის არაკომერციულ იურიდიულ პირს წარმოადგენს - საკრებულოს თხოვნით მიმართვას.

გაერთიანების ხელმძღვანელმა, გიორგი მაღლაფერიძემ დღეს სოციალურ საკითხთა კომისიას განუცხადა, რომ სურს ბაღებში არსებულ დაახლოებით 45 ვაკანტურ ადგილზე აღსაზრდელთა ჩარიცხვა მათი დახმარებით მოხდეს. კერძოდ საკრებულომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, ან კომისია, რომელიც გადაწყვეტს ვინ ჩაირიცხოს ბაღში. საუბრობდა, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 100 განცხადებაა შემოსული. მაღლაფერიძე ასევე აცხადებდა, რომ მისი დისკრედიტაციისთვის დაწყებულია ,,შეკვეთილი" კამპანია, რომლის მონაწილეები ახლაც ესწრებიან შეხვედრას. საუბრობდა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ბაღებში არ მიეღოთ დაგვიანებით მიყვანილი ბავშვები და ამის გამო, მას ისედაც აკრიტიკებენ.



კომისიის ხელმძღვანელი, ელზა ლეკვეიშვილი მაღლაფერიძეს უხსნიდა, რომ აღსაზრდელთა მიღება არის გაერთიანების საქმე და არა საკრებულოსი, რომელსაც თავისი სხვა არა ერთი ვალდებულება აქვს. თუმცა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია არ აღმოჩნდა ერთსულოვანი და კომისიის წევრთა ნაწილმა ლეკვეიშვილს მხარი არ დაუჭირა. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ სოციალური კომისია შეხვდება იმ პირებს, რომელთაც აღსაზრდელთა ჩარიცხვის თხოვნით, უკვე მიმართეს ბაღების გაერთიანებას.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments