Wednesday, November 19, 2014

რუსთაველთა ნაწილი დედაქალაქში მიმდინარე აქციას შეუერთდა - 15 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

,,ნაციონალური მოძრაობის" თბილისში ორგანიზებულ აქციას ,,არა ანექსიას" - რუსთაველთა ნაწილი შეუერთდა. ,, აქციის მიზანი არის ერთადერთი, გავაპროტესტოთ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია და მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ ხელისუფლებას. ჩვენ ვთვლით, რომ ამ კუთხით საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება და უმოქმედობა, რასაც ჩვენი ხელისუფლება იჩენს არის ქვეყნისთვის დამღუპველი.

ცხადია, იყო დღეს ჩვენთვის ხელის შემშლელი ფაქტორები. დილიდად ბოდიშის მოხდით, დაგვიკავშირდნენ იმ სამარშუტო ტაქსების მძღოლები, რომელთაც უნდა ჩაეყვანათ ხალხი თბილისში და უარი გვითხრეს. მათზე განხორციელდა ზეწოლა, ასევე დღეს იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები არ წასულიყვნენ აქციაზე დაიგეგმა შაბათობები, სადაც მისვლა კატეგორიულად მოითხოვეს მათგან.


რაც შეეხება, რაოდენობას - ჩვენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ვიკრიბებით და საერთო ჯამში აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი წავა რუსთავიდან", - საუბრობდა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რუსთავში, ყოფილი მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა - KKPRESS.GE" რუსთავში აღნიშნული რაოდენობის აქციაზე მიმავალ პირთა დაფიქსირება ვერ შეძლო.

მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეები იკრიბებოდნენ - ადგილობრივი საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები რუსთავის პარკში ხეებს რგავდნენ. კორპუსების მამასახლისები კი რუსთავის თეატრში მერთან შესახვედრად ემზადებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიებების შესახებ, ოფიციალური კომენტარი გუშინ გაკეთდა და ითქვა, რომ აქტივობები დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და ,,ნაციონალური მოძრაობის" აქციისთვის ხელის შეშლას არ ისახავს მიზნად.

პ.ს ფოტომასალა იხილეთ ბმულზე ..

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: