რუსთავში ევროკავშირის საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს - 17 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

რუსთავში ევროკავშირის მიერ საქართველო-სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორივე ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონების სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე საგრანტო  განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობენ. ღონისძიების ნაწილი ბიუჯეტის შედგენის ძირითად კრიტერიუმებსაც დაეთმო.

ღონისძიების მონაწილეებს კონკურსის შესახებ ინფორმაცია, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორტობის პროგრამის წარმომადგენელმა, მარიონ ჰოლმა მიაწოდა. მისი განცხადებით, ევროკავშირი ხელშეკრულებას დადებს გამარჯვებული პროექტის აპლიკანტთან და არა მის პარტნიორთან. თუმცა იქვე, დასძენდა რომ ეს არ ათავისუფლებს რიგი ვალდებულებებისგან პროექტში პარტნიოტრის სტატუსით ჩართულ ორგანიზაციას, ან ადგილობრივი თვითმმართველბის წარმომადგენლობას.

,, ჩვენ, უკვე დიდი ხანია ვემზადებით ამ კონკურსისთვის. შევარჩიეთ პარტნიორი სომხეთში და ვემზადებით პროექტის მოსამზადებლად, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად", - საუბრობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, მეგი ედიბერიძე.

საგრანტო განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 3 თებერვლამდე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ..



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments