,, მსგავსი აქციები მიიღებს სისტემატიურ ხასიათს“ - დმანისის გამგებელი - 17 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

დმანისის გამგებლის, გოგი ბარბაქაძის ინიციატივით მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავების აქცია მოეწყო.

გარემოს დასუფთავების ღონისძიებებში ჩართო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად, გამგეობა და მასში შემავალი ყველა ააიპ სამსახურების თანამშრომელი.

ნარჩენებისაგან გაიწმინდა საბავშვო ბაღების ეზოები, სკოლები, სოფელ ვარდისუბნიდან ქ.დმანისამდე საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია და სკვერები.

აქციის მონაწილეები ხელთათმანებითა და ნარჩენებისთვის ტომრებით მოამარაგა დმანისის ააიპ კომუნალურმა სამსახურმა. აღნიშნული სამსახურის მიერ მოხდა შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირებაც.

,, გარემოზე ზრუნვა ყველა ადამიანის ვალია. მსგავსი აქციები მიიღებს სისტემატიურ ხასიათს, რათა დმანისი გავწმინდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან " - საუბრობს, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე.


KKPRESS.GE

Comments