მარნეულის მუნიციპალიტეტი პანდუსების მოწყობას იწყებს - 18 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

მარნეულის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ შენობაში და კულტურის სახლში პანდუსების მოწყობას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი, უკვე გამოცხადებულია და მუნიციპალიტეტი საწყის ეტაპზე შემსყიდველისგან საპროექტო დოკუმენტის მომზადებას ითხოვს.

გამგეობაში აცხადებენ, რომ მათი ყველა ძირითადი სერვისი კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები პირველ სართულზეა. საუბრობენ, რომ ცდილობენ სხვა სერვისებიც, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ გარემოში მოაწყონ.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments