რუსთავის მუნიციპალიტეტი საშუალო განათლების მქონე პირებს დაასაქმებს - 02 დეკემბერი 2014

kkpress.ge 

რუსთავის მუნიციპალიტეტი, მერიაში სხვადასხვა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს.

ვაკანსიების ჩამონათვალში მოხვდა რუსთავის ტერიტორიულ ორგანოებში მერის წარმომადგენლის 10 შტატი; სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსის ვაკანსია; სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტის შტატი და მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ტრანსპორტის კონტროლის განყოფილების უფროსის თანამდებობა.

ამ ვაკანსიებს აერთიანებს მუნიციპალიტეტის ერთი საერთო მოთხოვა - აღნიშნული ადგილების დაკავება შეუძლიათ საშუალო განათლების მქონე პირებს. მათ მხოლოდ, რიგი სამართლებრივი აქტების ცოდნა მოეთხოვებათ.

თანამდებობრივი სარგოები კი ასეთია: მერის წარმომადგენლი - 1250 ლარი; სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსი - 850 ლარი; სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 540 ლარი; მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ტრანსპორტის კონტროლის განყოფილების უფროსის - 850 ლარი.

მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად მოხდება განაცხადების გადარჩევა, შემდეგ ტესტირება და გასაუბრება.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments