,,საქართველო 2020“ -ის პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართულებით


,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE”  აგრძელებს მკითხველისთვის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,,საქართველო 2020“-ის გაცნობას. ამჯერად ვისაუბრებთ სტატეგიის ხედვაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით.

აქვს, თუ არა 2020-ს დარგის განვითარებისთვის სწორი პოლიტიკა? თემაზე საუბრობს იმ კავშირის ხელმძღვანელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის,  რომ ქვეყანაში მთავრობის ყველა ხედვა და წამოწყება - მოქალაქეების  მიერ ფინანსდება.

გიგლა მიქაუტაძე „გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელია. ,, არ არსებობს სახელმწიფო თანხები, არსებობს გადასახადის გადამხდელთა ფული“ - ტეტჩერის ცნობილი ფრაზა გვხვდება პირველი, კავშირის ოფიციალურ გვერდზე.


მიქაუტაძე ამბობს, რომ მას არ ახსენდება სტრატეგია, რომელიც ბოლომდე შესრულდა და თვლის, რომ დიდი დრო და რესურსი სტრატეგიების წერაში არ უნდა დაიხარჯოს.
,, ნამდვილად  არაფერია ცუდი იმაში, რომ მთავრობას აქვს ხედვა და სტრატეგია. ვიგებთ, რომელი დარგის განვითარებას როგორ აპირებს, თუმცა სტრატეგიაში ბევრი საპროგნოზო მაჩვენებლის ჩაწერა და თქმა იმისი, რომ 2020 წელს მშპ იქნება ამდენი და კონკრეტული ციფრების მითითება - ვთვლი, რომ არა რეალისტურია. არსებობს უამრვალი ფაქტორი რაც მუდმივად იცვლება ქვეყანაში და ეს ცვლილებები აუცილებლად მოახდენს გავლენას..

რაც შეეხება სოფლის მეურნების კუთხით 2020-ში არსებულს ხედვებს, აბსოლუტურად ვეთანხმები მათ. ვთვლი, რომ სწორად მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება.
სტრატეგიის ავტორებს ორი ძირითადი მიმართულება აქვთ აღებული. პირველი, რაც ეხება სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითრებას და მეორე, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ეს ორივე მიმართულება აუცილებელია.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კარგია მელიორაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, თუმცა მაშინ როდესაც მუდმივად მიდის საუბარი, რომ გაიწმინდა ამდენი კილომეტრი სარწყავი არხი და ა.შ- ყურადღება უნდა გამახვილდეს წყლის ეკონომიურად ხარჯვის აუცილებლობაზეც“, - საუბრობს, გიგლა მიქაუტაძე. 

გამოყოფს დარგის განვითარებისთვის, მისი აზრით, აუცილებელ მიმართულებებს რაც აგროდაზღვევის სისტემის განვითარებას, სოფლად მიწების პრივატიზების საკითხისთვის მეტი გამჭვირვალობის შეძენას და ფერმერთა მხარდაჭერას - ევროპულ ბაზარზე გასასვლელად.

თვლის, რომ 2020-ის სამოქმედო გეგმაში აგროდაზღვევის სისტემის სუბსიდირების გათვალისწინება - დადებითი მომენტია და ახლა, როდესაც აღნიშნულ დარგში არ არსებობს დაზღვევის კულტურა, ეს აუცილებელიცაა. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციები და კანონი რომელიც ხელს უშლის უცხლოებს საქართველოში მიწის შეძენაში - აფერხებს დარგის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

,, ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა კვლევა სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოებზე. გამოიკვეთა, რომ აღნიშნული საწარმოები წაგებაზე მუშაობენ. რეკომენდაციით მივმართეთ მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ საწარმოების პრივატიზება. მთავრობამ გაიზიარა ეს რეკომენდაცია და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიმდინარეობს ინვესტორების მოძიება.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს ბიზნესის მკეთებელი. მისი საქმე არის დარგის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა. საჭირო მიმართულებების გარკვეული დროით და არა მუდმივად სუბსიდირება, მაქსიმალურად კერძო ინიციატივების მხარდაჭერა. ასევე რესურების ხარჯვა პირველ რიგში იმ ფერმერებისთვის, ბიზნესმენებისთვის რომლებიც რეალურად მოტივირებულები არიან და აქვთ სურვილი  წარმოების გაზრდის“, - საუბრობს,  გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელია, გიგლა მიქაუტაძე. დასძენს, რომ სოფლის მეურნეობის კოოპერატივების და სხვა  სახის გაერთიანებების შექმნის და განვითარების გარეშე - მეწარმეებისთვის შეუძლებელია  ასოცირების შეთანხმებით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ევროპული ბაზრის - რეალურად გამოყენება.

,, საქართველო 2020“ ის სამოქმედო გეგმაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილია აგროდაზღვევის სუბისიდირებასთა ერთად, დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ირიგაციის, სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და კოოპერატივების მხარდაჭერა.

ყველა ცვლილება, რომელიც სოფლის მეურნეობაში განხორციელდება პირველ რიგში შეეხება, ამ დარგში მომუშავეებს, რომლებიც  ქვეყანაში დასაქმებულთა 50%-ს წარმოადგენენ.


მსგავს თემაზე: ,,საქართველო 2020“ და სოფლის მეურნეობის მომავალი - 19 დეკემბერი 2014 http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=2970
მანონ ბოკუჩავა
მასალა მომზადებულია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დაბრემენის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში: ,, სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქოსაზოგადოების ჩართულობის გაძლიერება." 

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Comments