გარდაბნის გამგებელს 5 მრჩეველი ჰყავს





,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა - KKPRESS.GE" გადაამოწმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლებთან დაკავშირებული არაოფიციალური ინფორმაცია. მასში საუბარი იყო, რომ გამგებელი მუნიციპალიტეტში შტატების გაზრდის და თანამოაზრეთა, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის დასაქმების მიზნით - ზრდის მრჩეველთა რაოდენობას.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელის, არმაზ ხარძიანის განცხადებით ჩვენს მიერ დასახელებული მრჩეველთა სავარაუდო რაოდენობა არ შეესაბამება სიმართლეს და გამგებელ, გარსევან (გელა) ნიორაძეს მხოლოს 5 მრჩეველი ჰყავს. იქვე დასძენს, რომ ეს არ არის ,,ცოტა", თუმცა ყველა მრჩეველს აქვს თავისი მიმართულება.


მრჩევლების სია ასე გამოიყურება: მერაბ ჟურული - მრჩეველი ინფრასტრუქტურის მიმართულებით; ვაჟა მანია - მრჩეველი იურიდიული მიმართულებით; შორენა ჭუმბურიძე - მრჩეველი ნორმატიული აქტების, სამთავრობი აქტების მიმართულებით; ლევან ჩადუნელი - მრჩეველი მუნიციპალიტეტის ქონებრივ საკითხებში და კობა ზეიკიძე - მრჩეველი მუნიციპალურ  ააიპ-ებთან და შპს-ებთან ურთიერთობის  მიმართულებით.
მჩეველთა რაოდენობით გარდაბნის გამგებელს ერთი კადრით უსწრებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მის მრჩეველთა კაბინეტში 6 მრჩეველია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments