პრემიერის ,,ნაქებ“ მუნიციპალიტეტებს შორის რუსთავი და გარდაბანი არ აღმოჩნდა - 11 მარტი 2015





დღეს ირაკლი ღარიბაშვილსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე - ყურადღება თანხების ათვისების საკითხს დაეთმო. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ კუთხით არსებობენ მუნიციპალიტეტები, რომელთაც გამოყოფილი თანხები 80 და მეტი პროეცენტით აქვთ ათვისებული. ასეთ მუნიციპალიტეტებს კი, პრემიერის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლიდან განეკუთნებიან: დმანისი, ბოლნისი, მარნეული და წალკა. ქვემო ქართლთან ერთად წარმატებული/თანხების ათვისების კუთხით - მუნიციპალიტეტები დასახელდა სხვა რეგიონებიდანაც.


ხოლო იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელებიც აღნიშნულ ჩამონათვალში ვერ მოხდა პრემიერმა განაცხადა, რომ აქვთ ჩამორჩენა - მათი თანხების ათვისების მაჩვენებელი 70%-ს ქვემოთაა.

ღარიბაშვილმა დღეს ასევე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.

პ.ს ,, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში 2014 წელს ჩატარებული აუდიტის ანგარიშები" ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments