Friday, March 20, 2015

რუსთავი - ენერგოეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯები - 12 მარტი 2015


„განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის" ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ტბის გარშემო განათების არსებული მოძველებული სისტემა ეკონომიური შუქდიოდური (LED) განათებით შეიცვალა. სამუშაოები „BP საქართველოსა" და მისი პარტნიორების დაფინანსებით, ენერგოეფექტურობის ცენტრმა განახორციელა.

დღეს, ტბის გარშემო განათების განახლებული სისტემის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე გაიხსნა საინფორმაციო დაფა, ჩატარდა ველოგარბენი სპორტის ამ სახეობის მოყვარულთათვის, ხოლო ადგილობრივი საჯარო სკოლების ეკო-კლუბების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.


ღონისძიების ორგანიზატორი რუსთავის მერია იყო, თუმცა ხელმძღვანელი პირებიდან ყურადღების ცენტრში, თავისი აქტიურობის შედეგად, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი აღმოჩნდა. საზეიმო გარემოს კი მხოლოდ მაყურებლის როლში შეუერთდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე. მას, გამარჯვებული ახალგაზრდების დაჯილდოვებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც პროექტის საზოგადოებისთვის წარდგენისას მდგარა მერის და გუბერნატორის გვერდით.
ყურადღების ცენტრში არ იყვნენ ასევე ის ადამიანები, რომლებმაც ითანამშრომლეს ,,ენერგოეფექტურობის ცენტრთან" და პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე იყვნენ მასში ჩართულები.

ლაშა ლობჯანიძე, რომელიც რუსთავის მერიის ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელია ამბობს, რომ აღნიშნული პროექტის შედეგად რუსთავის პარკის განათების ხარჯები 40%-ით შემცირდება. საუბრობს, ენერგოეფექტუროს კუთხით ქალაქში მიმდინარე მეორე პროექტზეც, რომელიც 21-ე საბავშო ბაღის გათბობის სისტემის თანამედროვე, გარემოს დაცვითი სტანდარტებით მოწყობას გულისხმობს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: