Friday, March 20, 2015

რუსთავში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა - 19 მარტი 2015



ხალხმრავალი არ გამოდგა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია რუსთავში. დაპირების მიუხედავად, შეკრებილებთან სასაუბროდ არც ყოფილი მმართველო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ჩამოსულა.

ოპოზიციური განწყობის, მთავრობით უკმაყოფილო რუსთაველებს - სიტყვით პარტიის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩიქოვანმა და დავით კირკიტაძემ მიმართეს. ისაუბრეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე.
ჩიქოვანის განცხადებით დღევანდელი აქცია იყო, მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და მიზნად ისახავდა - 21 მარტის აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. საუბრობდა, რომ დღევანდელი და შაბათს დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ - ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო ზომები.

,,ხდება აქციის დღეებში ბაღების ხელმძღვანელების, თანამშრომლებთან ერთად ააიპ-ებში დაბარება, ასევე რატომღაც მაინცდამაინც 21-ში გადაწყდა 13:00  საათიდან შეკრება სამარშუტო ავტომობილების მძღოლების და მათთან სატენდერო პირობებზე საუბარი.. ასევე 21-ში იგეგმება შაბათობა, კორპუსების თავმჯდომარეების ,,რუსთავის კორპუსში" შეკრებაც და ა.შ", - საუბრობს მამუკა ჩიქოვანი.

აცხადებს, რომ დღეს აქციაზე 150-200 ადამიანი იყო მისული, 21 მარტს  კი აქციას რუსთავიდან 600-მდე კაცი შეუერთდება.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

No comments: