რუსთავში სმენადაქვეითებული ხელოვანების კონცერტი გაიმართა + (ვიდეო) - 02 აპრილი 2015


,, რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის" ინიციატივით მუნიციპალურ თეატრში სმენადაქვეითებული ხელოვანების კონცერტი გაიმართა.

,, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ,,საქართველოს ყრუთა კავშირი," ანსამბლი ,,ლილე" და ,,კოკა და ნინო." ამ ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამღლება", - საუბრობს ,,რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის" წარმომადგენელი, მალხაზ პაქსაშვილი.

ღონიძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ. გუბერნატორის თქმით, დღეს იყო ,,სიყვარულის ზეიმი," რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ადამიანები არიან თანასწორნი და შესაბამის დამოკიდებულებას იმსახურებენ.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments