რუსთავის მუნიციპალიტეტმა ,, მიუსაფარი ცხოველების დაკავების მომსახურებაზე“ ტენდერი გამოაცხადა


რუსთავის მუნიციპალიტეტი 20 აპრილიდან იწყებს  განაცხადების მიღებას, ტენდერზე სახელწოდებით ,,მიუსაფარი ცხოველების დაკავების მომსახურება." მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის სახელწოდება მხოლოდ მოსალოდნელ ,,დაკავებაზე" გვაწვდის ინფორმაციას, სატენდერო დოკუმენტაციაში საუბარია ცხოველთა კასტრაცია, სტერილიზაცია, ვაქცინაცია და გარკვეული კატეგორიის დაავადებების მქონე ცხოველთა - ევთანაზიაზე.

„ მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს: ქალაქ  რუსთავში უპატრონოდ დარჩენილი მიუსაფარი ცხოველების დაკავება, მხოლოდ შემსყიდველის მითითებით, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ჰუმანური მეთოდებით; დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში;
თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველის გამოკვლევის შემდგომ სტერილიზაცია,
კასტრაცია, ვაქცინაცია და რეგისტრაცია; ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მძიმედ დაავადებულ ცხოველთა: ლეიშმანიოზი, სიცოცხლისათვის შეუსაბამო კონდეცია ანემია, თერმორეგულაციის მოშლა, თირკმელების და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ჭირის ნერვული ფორმა; დემადეკოზის გენერალიზებული, ძიმე გართულებული ფორმა (მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში) მკვეთრად გამოხატული აგრესია (ადგენს კინოლოგი და ვეტერინარი) - ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა ან კრემაცია.

რეგისტრირებული ცხოველების მიკედლების ადგილას დაბრუნება ან ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ცხოველების აყვანა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილებიდან, ასევე ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლით.
მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს საკუთრება, ან იჯარით აღებული თავშესაფარი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს: ცხოველთა პირველადი მისაღები სათავსოებით (საკარანტინე ზონა განათებით, ვენტილაციით, გათბობით და ფართით მინიმუმ 3 მ2. საოპერაციო კაბინეტით, შესაბამისი აღჭურვილობით; ცხოველთა სადგომით (ნახევრად დახურული ტიპის სათავსოები) მინიმუმ 1 ცალი სპეციალიზირებული ავტოასატრანსპორტო საშუალება", - ვკითხულობთ ტენდერის დოკუმენტაციაში.

აღნიშნული მომსახურების სავარაუდო, ღირებულება 130 000 ლარია. საერთო ჯამში სატენდერო პირობების თანახმად უნდა მოხდეს: 1 000 მიუსაფარი ცხოველის ვაქცინაცია/რეგისტრაცია, 500 ცხოველის კასტრაცია, ასევე 500-ის სტერილიზაცია და 100 ცხოველის ევთანაზია/ბეიკერის ორმოში გადაყვანა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments