პრემიერი და ჟურნალისტები + (ვიდეო)

დღეს მერნეულს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა. ღარიბაშვილის ბიზნესმენებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის გასაშუქებლად, მედია მარნეულის გამგეობის წინ 14:00 საათზე დაიბარეს. საათზე მეტი ლოდინის შემდეგ პრემიერის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ჟურნალისტებს, მხოლოდ შენობაში მათთვის მოწყობილ newsroom-ში შეუძლიათ მუშაობა.

 newsroom კი აღმოჩნდა მარნეული მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი კაბინეტი, სადაც მედიას ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, საშუალო ზომის ეკრანიანი ტელევიზორით მოუწია. აღნიშნულ კაბინეტში შესვლისას პერმიერის გამოსვლა დასასრულს უახლოვდებოდა. შეკრებილ ჟურნალისტებს, მათ რედაქციებში მჯდომი კოლეგებისგან მოუწიათ იმის გაგება, თუ რაზე ისაუბრა ამავე შენობაში მყოფმა პრემიერმა.

ღონისძიების გაშუქებას აზერბაიჯანული მედიაც ცდილობდა. არც მათთვის და არც ქართულენოვანი ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო შეხვედრის შესახებ წერილობითი ინფორმაცია. პრემიერის ,,პიარშიკები" შესაბამის თხოვნაზე პასუხობდნენ, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია მთავრობის ვებ-გვერდზე აიტვირთება.

დასასრულს კი პრემიერთან, დაცვის არსებობის მიუხედავად,  მისვლა მოახერხეს  RMG-ის თანამშრომლებმა და მას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამ შეხვედრის ფონზე ღარიბაშვილმა მედიის რამდენიმე კითხვას უპასუხა. განაცხადა, რომ არ დაუშვებს RMG-ში დასაქმებულთა უმუშევრებად ქცევას.


მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments