რუსთავის პარტიზანი მებაღეები ქალაქის გამწვანებას აგრძელებენ


რუსთავის პარტიზანული მებაღეობა აგრძელებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ხეების დარგვას. ამჯერად, ,,პარტიზანებმა" ფიჭვის ნერგები (ელდარის ფიჭვი, რომელიც კარგად იტანს გვალვას) მესხიშვილის ქუჩაზე, კლინიკა ავერსის გვერდით მცირე სკვერში დარგეს. მებაღეების საქმიანობას, თავიანთი საცხოვრებელი კორპუსების წინ მსხდომი მოქალაქეები ადევნებდნენ თვალს. აქციის მიმდინარეობისას მებაღეების დახმარების სურვილი, მხოლოდ ერთმა შუა ხნის მამაკაცმა გამოთქვა.


რუსთავის  პარტიზანული მებაღეობის წევრებმა ფიჭვის ნერგენი Gardenia Shevardnadze-ში შეიძინეს, სადაც ნერგების გამოყვანა - ზრდის ხელშემწყობი ქიმიური საშუალებების გარეშე ხდება, რაც ნერგის სიცოცხლის უნარიანობას უზრუნველყოფს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments