Thursday, May 14, 2015

მიუსაფარი ცხოველების ,,მოვლას“ მუნიციპალურ აიპ-ის დაავალებენ - 05 მაისი 2015


რუსთავის მუნიციპალიტეტი, უკვე თვეებია ვერ ახერხებს ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვას. უშედეგო აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის მეორე ტენდერიც, რომელიც აღნიშნული საკითხის მოგვარებას ითვალისწინებდა.
,, მიუსაფარი ცხოველების დაკავება და თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა ორჯერ გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა არავინ მიიღო, ტენდერი ორჯერვე ჩაიშალა.

ჩვენ გადავწყიტეთ, რომ  პრობლემის დროულად გადაჭრის მიზნით, ეს ფუნქცია, წელს  ააიპი ,,დასუფთავებამ"  შეითავსოს. აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტში საკრებულო ცვლილებას უახლოეს პერიოდში შეიტანს.  მიუსაფარი ცხოველების დაკავებისთვის, თავშესაფარში გადაყვანის, შემდგომში სტერილიზაცია, კასტრაცია, ევთანაზია, ვაქცინაცია და მარკირებისათვის ააიპი ,,დასუფთავებას" ბიუჯეტიდან  - 130 ათასი ლარი გამოეყოფა. ეს თანხა არის 2015 წლის ბოლომდე მომსახურებისთვის, მომავალ წლისთვის, კი ისევ ტენდერს გამოვაცხადებთ" - საუბრობს, რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: