ტრაგედია ქობულეთში - ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - 10 მაისი 2015


მთელი საქართველო შეძრა, დილიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ - ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" გამთენიისას ხანძრის შედეგად სამი ბავშვის დაღუპვის შესახებ. გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი რუსთავის ანსამბლ "სიხარული 2-ის" წევრები იყვნენ.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია - მიმდინარეობს გამოძიება.


ქობულეთში გაემგზავრა რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება. ,,საშინელი ტრაგედია დატრიალდა ქობულეთში. სასტუმრო ,,არმაზში" გაჩენილ ხანძარს სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქობულეთში მყოფი ბავშვები რუსთავში საკუთარ სახლებში დროულად ჩამოვიყვანოთ," - აღნიშნული კომენტარი რუსთავის მერმა  დავით ჯიქიამ სააგენტო ,,ინტერპრესნიუსთან" გააკეთა.

KKPRESS.GE

Comments