რუსთავის მუნიციპალიტეტი მე-11 დღეა ითვლის ზარალს - მრავალშვილიანი ოჯახი კი კვლავ საცხოვრებლის გარეშეა - 06 მაისი 2015


26 აპრილს, რუსთავში კირვალიძეების ოთხშვილიანი ოჯახის საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა მათ ბინასთან ერთად მეზობლების საცხოვრებლებიც. აღნიშნული შემთხვევიდან მეორე დღესვე რუსთავის მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია და ოჯახებს, ფართების რემონტით დაეხმარებიან.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - kkpress.ge" დაინტერესდა გამოიჩინა, თუ არა მუნიციპალიტეტმა დროულად ყურადღება ამ ადამიანების მიმართ.
,, რუსთაველის #39-ში ხანძრის შედეგად დამწვარ და დაზიანებულ საცხოვრებელ ბინებში  ჯერ-ჯერობით  ზარალის დათვლა,  საცხოვრებელი ფართის აღსადგენად  საჭირო  ხარჯთაღრიცხვის დამუშავება მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი,  სავარაუდოდ მომავალ კვირის ბოლომდე დასრულდება.
  ვვარაუდობთ, რომ დაზარალებულ 6 ოჯახს,  სწორედ ამ დროისათვის გამოეყოფა რემონტისათვის საჭირო ფულადი კომპენსაცია" - აცხადებს, რუსთავის მერის მოადგილე, ნოდარ შეროზია.
კირვალიძეების ოთხშვილიანი ოჯახი, მათი საცხოვრებლის სრულად დაზიანების გამო, თავს მეზობლის ბინას აფარებს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments