რუსთაველები გარდაცვლილ ბავშვებს ემშვიდობებიან - 11 მაისი 2015

რუსთავის კერძო და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები დღეს, ერთი საათით ტოვებდნენ სამსახურებს - ქობულეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებისთვის სამძიმრის სათქმელად. ცდილობდნენ თანაგრძნობის გამოხატვით მათთვის ტკივილის შემსუბუქებას. ბავშვების ცხედრები რუსთავის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

მაშინ, როდესაც რიგითი რუსთაველები ბავშვებს ემშვიდობებიან -  მიდის მომხდარი ტრაგედიის გამოძიება. საკითხის  მიმართ სხვა კუთხით ძიების დაწყების რეკომენტაცია აქვს სახალხო დამცველს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლითაც.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments