პრეზიდენტმა ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგო - 14 მაისი 2015


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავში, ქობულეთში ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული სამი ბავშვის, რეზო დემეტრაშვილის, თორნიკე ხვიჩიას და დათო ზაქარაიძის ხსოვნას პატივი მიაგო.
სამოქალაქო პანაშვიდზე, ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„შეუძლებელია დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი, შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მე მათ მთელი საზოგადოების სახელით ვუსამძიმრებ. ეს დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი გადაფარავს. ჩვენ ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

KKPRESS.GE

Comments